რუსეთი ბირთვულ შანტაჟს განაგრძობს - ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის რისკი გაზრდილია.
საერთაშორისო ატომური სააგენტო მხარეებს ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, სააგენტო ბირთვული უსაფრთხოების ზონის შექმნის მოწოდებითაც გამოდის.
"დაბომბვამ ენერგოდარში სრული გათიშვა გამოიწვია და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რისკის ქვეშ დააყენა. დაბომბვა საფრთხეს უქმნის ოპერატორებს და მათ ოჯახებს. ყველაფერმა ერთად, მნიშვნელოვნად გაზარდა ბირთვული ინციდენტის რისკი. ნება მომეცით, გარკვევით განვაცხადო, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარედ, დაბომბვა უნდა შეწყდეს და დაუყონებლივ მოხდეს შეთანხმება უსაფრთხოების ზონაზე. საერთაშორისო ატომურ სააგენტოს შეუძლია ასეთი ზონის შეთანხმება.
დასაკარგი დრო არ არის. ატომური ელექტროსადგურის ბედი სამხედრო გზით არ უნდა გადაწყდეს,"- აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი