8 სექტემბერს უკრაინაში, ქალაქ ბალაკლიას გამათავისუფლებელ ბრძოლაში ყუმბარმტყორცნების ოცეულის მეთაური, ამავე დროს ტელეარხ "პრიამის" ოპერატორი ალექსი იურჩენკო დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეარხმა ოფიცრის მეუღლეზე დაყრდნობით გაავრცელა.
ტელეარხის ინფორმაციით, იურჩენკო 2015-25016 წლებში უკრაინისთვის იბრძოდა, მონაწილეობდა მარინსკი და პესკის ბრძოლებში.
2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, ის კვლავ შეუერთდა უკრაინის შეირაღებული ძალების რიგებს. ოფიცრის სამხრეები 2022 წლის აგვისტოში მიიღო და ყუმბარმტყორცნელთა ოცეულს მეთაურობდა.