"დიაგონალური კუმულაცია საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის"- ეკონომიკური ფორუმი, რომელიც სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავს, ევროკავშირის ბაზარზე თურქული ნედლეულის გამოყენებით დამზადებული სამრეწველო პროდუქციის ექსპორტის თავისუფალი რეჟიმით ვაჭრობას გულისხმობს. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებებს ხელი საქართველოს ეკონომიკისა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრებმა დღეს ოფიციალურად მოაწერეს.
საქართველოში თურქული ნედლეულის გამოყენებით დამზადებული სამრეწველო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმითაა შესაძლებელი. ფორუმზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გამართა, საუბარი საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეეხო. ლევან დავითაშვილის განმარტებით ამ ფორმატში ძირითადი ყურადღება სწორედ საქარტველო-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას დაეთმო.
თურქეთიდან უცხოური ინვესტიციების შემოდინება, ერთობლივი საწარმოების გახსნა და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა- ეს მცირე ჩამონათვალია იმ შედეგების, რომლებზეც მწარმოებლები ცვლილებების შემდგომ პროგნოზირებენ.
ვაჭრობის ხელშეწყობაზე საუბრობს USAID წარმომადგენლობაც, რომელიც ფორუმის პარტნიორია. მათი თქმით თანამშრომლობა არა მხოლოდ ამერიკულ კომპანიებთან, არამედ სხვა პარტნიოებთანაც აქტიურად ხორციელდება. ამის მაგალითია საქართველოც, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან სწორედ USAID-ის მხარდაჭერით ექნება.
ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი შესაძლებელი გასული წლის აპრილიდანაა.