27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საქართველოს კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო რეიტინგებში - გაერომ ქვეყანას ზედიზედ მეოთხედ ადამიანის განვითარების "ძალიან მაღალი" დონის სტატუსი მიანიჭა

საქართველოს კიდევ ერთი წარმატება საერთაშორისო რეიტინგებში - გაერომ ქვეყანას ზედიზედ მეოთხედ ადამიანის განვითარების "ძალიან მაღალი" დონის სტატუსი მიანიჭა. რეიტინგის გრძელვადიანი გაუმჯობესებით კი საქართველო მე-2 ადგილს იკავებს. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით ინდექსში სარეიტინგო პოზიცია ერთით გაუმჯობესდა და აქედან გამომდინარე რეიტინგში 63-ე ადგილი განისაზღვრა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში შედეგებს ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას უკავშირებენ.

რეიტინგები ეკონომიკის სტაბილურ განვითარებაზე მიუთითებს მმართველი გუნდისთვის. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ქვეყნის წარმატება, სხვადასხვა მიმართულებით წინ გადადგმულმა ნაბიჯებმა და რეფორმებმა განაპირობა. განსხვავებულია "ქართული ოცნების" ოპონენტების ხედვა.

ადამიანის განვითარების ინდექსზე, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ინდიკატორზე საუბრობენ ექსპერტები. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური მიმართულება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარების ტენდენციას ასახავს.

ადამიანის განვითარების მსოფლიო რეიტინგში გაერომ საქართველო 2000 წლიდან ჩართო. მონაცემების მიხედვით, 2012 დან 2021 წლამდე ქვეყანას რეიტინგი 7 ადგილით აქვს გაუმჯობესებული და სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის განვითარების "ძალიან მაღალი" დონის სტატუსს ატარებს.

დღის ამბები