"ბამბის აღმართი" - ახალი ქართული სერიალი "რუსთავი 2-ზე" კვირას იწყება. ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ერთ გადასაღებ მოედანზე რეჟისორმა კახა შარტავამ შეკრიბა. სცენარი დრამატულია და სერიალის მთავარი გმირები ყოველდღიური ცხოვრებისა და გამოწვევების წინაშე დგებიან.
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რუსული ოკუპაცია, სოციალური პრობლემები - ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც "რუსთავი 2-ის" მაყურებელი ეთერში იხილავს. ბამბის აღმართს ყოველ შაბათ-კვირას საღამოს 10 საათზე დაიწყება. პირველ ორი სერიას კი კვირას "კურიერი PS-ის" დასრულებისთანავე ნახავთ.