27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული - გრიგოლ ლილუაშვილი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას გრიგოლ ლილუაშვილმა დეპუტატებს განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა დადებითად შეფასდა ტერორიზმის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.
გრიგოლ ლილუაშვილი:

"2021 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კვლავ აქტიურად განაგრძობდა კონტრტერორისტულ საქმიანობას. საერთაშორისო მასშტაბით ტერორისტული გადანაწილება მკვეთრად არ შეცვლილა. აღნიშნული პერიოდი მოიცავდა ტერორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ინფორმაციის მოპოვებისა და გაზიარების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, საფრთხეების შემცირების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მექანიზმების დახვეწასა და საფრთხეებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას" - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში - "გლობალური ტერორიზმის ინდექსი", საქართველო, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ერთად, უსაფრთხო ქვეყნად განისაზღვრა. აღნიშნული გულისხმობს, რომ საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ დაფიქსირებულა და ამასთან, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში ტერორიზმის კუთხით ვითარება კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

მისივე თქმით, 2021 წელს, სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების და ძალისხმევის შედეგად, საქართველოში რადიკალური/ექსტრემისტული კერები და ტერორისტული თავდასხმები არ დაფიქსირებულა, ასევე, ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, 2021 წელს შემუშავებული საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და მისი 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, გააცნო სტრატეგიის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც სტრატეგიაში ტერორიზმის კუთხით ახალი მოცემულობების და რეალიების გათვალისწინებით გაიწერა.

დღის ამბები