27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებული 63 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს - მას პატიმრობა შეეფარდა

12 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით დაკავებულ 63 წლის მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის.

შსს გამოძიება წინასწარი შეცნობით არსრულწლოვანის მიმართ სქესობრივ დანაშაულის, გაუპატიურების მცდელობის მუხლით აქვს დაწყებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 63 წლის კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები