27 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
სასამართლოს მრჩევლის პროგრამის შედეგების პრეზენტაციას ელჩი კელი დეგნანი დაესწრო

თბილისში სასამართლოს მრჩევლის პროგრამის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქარველოში ამერიკის ელჩი დაესწრო. პროგრამა 2018 წლიდან ხორციელდება და მოსამართლეებს საშუალება აქვთ დასავლური მართლმსაჯულების პრინციპებს შტატებში ვიზიტების ფარგლებში გაეცნონ.

"ეს იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ აღგვენიშნა ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რომელიც
სასამართლო მრჩევლის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში ქართველ და ამერიკელ მოსამართლეებს ჰქონდათ პარტნიორული თანამშრომლობის შესაძლებლობა.

50 მოსამართლეს ჰქონდა შესაძლებლობა დაკვირვებოდა სასამართლო პროცესებს, ნაფიცმსაჯულთა შერჩევას და მართლმსაჯულების აღსრულებას შეერთებულ შტატებში.

პანდემიის მიუხედავად, 9 ამერიკელი მოსამართლე ჩამოვიდა ვიზიტით და დააკვირდა ადგილზე სასამართლო პროცესს მიმდინარეობას," - განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები