27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ - ლევან დავითაშვილი ირანულ ავიაკომპანიაზე

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დეზინფორმაციას უწოდებს პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს გავლით ირანიდან სამხედრო ტექნიკა რუსეთში ირანული ავიაკომპანიის თვითმფრინავმა გადაიტანა, რომელიც სანქციების ქვეშაა მოქცეული.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, აღნიშნული კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე ყველა წესების დაცვით გამოიყენა. ავიაკომპანიას ოფისი ბრიტანეთის დედაქალაქში აქვს.

"ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვისმენთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც  მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა რეგულარულად დაფრინავს, მათ შორის  ევროპის ქვეყნაში. ეს არ არის სანქცირებული კომპანიების სიაში, შესაბამისად  ჩვენმა საავიაციო უწყებებმა ყველა წესის დაცვით მისცეს საქართველოზე გადაფრენის საშუალება,"-აცხადებს ლევან დავითაშვილი. 

დღის ამბები