სამეფო ოჯახი დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებას ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე გამოქვეყნდა სამეფო ოჯახის ფეისბუკ-გვერდზე.
შეტყობინებაში პრინცი ჩარლზი უკვე მეფედ არის მოხსენიებული:
"დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა ბალმორალში დღეს შუადღისას.
მეფე და დედოფალი-კონსორტი დღეს საღამოს ბალმორალში დარჩებიან, ხვალ კი ლონდონში დაბრუნდებიან."- ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.