"რა ჰქვია ამ ბიჭს? კვარადონა. მან დღეს "ლივერპულს" საკუთარი ადგილი მიუჩინა,"- ნაპოლის მიერ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ლივერპულის დიდი ანგარიშით განადგურების მერე ქართველ ტალანტზე ასეთი შეფასება ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე საკუთარი ტექნიკით საფეხბურთო სამყარო გააოცა, პირველი ტაიმის მიწურულს კი რამდენიმე ლივერპულელის მოტყუების შემდეგ საგოლე პასი გააკეთა.
მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა - ეს კვარაცხელიას კიდევ ერთი შეფასებაა გუშინდელი მატჩის შემდეგ, რომელიც ლეგენდარულმა ბრიტანელმა ფეხბურთელმა გარი ლინკერმა გააკეთა.
ფეხბურთის მსოფლიო დონის სპეციალისტები ქართველ ტალანტს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ, იტალიურ ნაპოლიში კი უკვე ამბობენ, რომ მას თამაშის შეცვლა მოედანზე შესვლიდან რამდენიმე წუთში შეუძლია.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი