27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი მეორე მოსმენითაც დაამტკიცა - რატომ აკრიტიკებენ ცვლილებებს ოპოზიცია და მოქმედი ომბუდსმენი

80 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესი მეორე მოსმენითაც დაამტკიცა. თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ლელომ" რეგლამენტში შესატან ცვლილებას მხარი აღარ დაუჭირა. ორი ოპოზიციური პარტია საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ "ოცნებამ" მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა, "ქართული ოცნება" კი ამტკიცებს რომ ცვლილებები პროექტში მეორე მოსმენისთვის სწორედ ოპონენტების შეთავაზებული ცვლილებებიდან გამომდინარე შეიტანეს.

სახალხო დამცველის არჩევის წესში შეტანილი ცვლილებები არ მოსწონს მოქმედ ომბუდსმენსაც. ნინო ლომჯარია ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველის არჩევისას ძირითად საკითხებს ერთპიროვნულად პარლამენტის თავმჯდომარე არეგულირებს, რაც მიუღებელია.

ომბუდსმენის კრიტიკულ განცხადებას დღეს ბრალდების ადრესატმა სხდომათა დარბაზიდან უპასუხა. შალვა პაპუაშვილი ლომჯარიას ახსენებს, რომ ომბუდსმენის კანდიდატურას არა "ოცნება", არამედ ოპოზიცია მესამე სექტორთან ერთად წარადგენს.

დღის ამბები