27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"ოცნებიდან" წასული ოთხეულის მორიგი წერილი - ადრესატები, ამჯერად, საქართველოში ამერიკის აგენტები არიან

ოცნებიდან წასული ოთხეულის მორიგი წერილი, ადრესატები ამჯერად საქართველოში ამერიკის აგენტები არიან.

დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებაში წერია, რომ შტატების საელჩო თავის აგენტურას ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლისა და მეორე ფრონტის გახსნის მცდელობისთვის იყენებს. გვარები არ დაუსახელებიათ, თუმცა ხალხის ძალის წარმომადგენლებმა საკმაოდ ვრცელ წერილში ღია ტექსტით თქვეს რომ ამერიკულმა აგენტურამ განსაკუთრებით დიდი როლი "ვარდების რევოლუციის" მოწყობისას იმუშავა.

მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატები განმარტავენ, რომ მორიგი წერილი გასულ კვირას ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული სიის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტეს. სტატიაში ამერიკის აგენტურასთან კავშირში ოცამდე ოპოზიციონერი ლიდერი დასახელდა. მათ შორის - დავით უსუფაშვილი, ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვები. ოპოზიციის ლიდერების გარდა საუბარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზეც.

​ოპოზიციის ნაწილისთვის ოცნებიდან წასულების ბრალდება ამერიკულ აგენტურასთან კავშირზე უსაფუძვლო და მძიმეა, მეორე ნაწილი კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ განცხადებით "ხალხის ძალამ" მორიგი პოლიტიკური სვლა გააკეთა.

"ქართული ოცნება" ყოფილი თანაგუნდელების მორიგ მიმართვაზე საუბრისას დეტალებში არ შედის და მხოლოდ იმას ამბობს, რომ თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ამ საკითხზე ღიად საუბარი არამიზანშეწონილია.

დღის ამბები