27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო - პირველ ეტაპზე საცხოვრებელ ფართს 36 ოჯახი მიიღებს

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე ახლა საცხოვრებელ ფართს 36 ოჯახი მიიღებს. თბილისი მერიამ პირველი კორპუსი, რომლის დემონტაჟისა და მის ნაცვლად ახალი სახლის აშენების გადაწყვეტილება მიიღო, სამგორის რაიონში მდებარეობს. მრავალბინიანი სახლი წლებია მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობების რიცხვში შედის.

36 ოჯახისთვის ახალ სახლს მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ააშენებს. "ბი ქეი ქონსთრაქშენმა" ბინის აშენება დედაქალაქს იმაზე ნაკლებ ფასად შესთავაზა, ვიდრე ტენდერში იყო განსაზღვრული, შედეგად დედაქალაქის ბიუჯეტმა 260 000 ლარი დაზოგა. ავარიული კორპუსების ჩანაცვლების საპილოტე პროგრამით კი პირველ ეტაპზე 12 მრავალბინიანი სახლის აშენება მოხდება.

დღის ამბები