27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
12 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა შიდა ქართლში - პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა,  რომელმაც სექსუალური კავშირის დამყარება შვილის კლასელთან სცადა

შიდა ქართლში 60 წლის მამაკაცს 12 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ. გარყვნილი ქმედება მამაკაცმა "კურიერის" ინფორმაციით საკუთარი შვილის მეგობართან ჩაიდინა.

გავრცელებული ვერსიით 12 წლის გოგო მისთვის ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ჯერ მანქანაში ჩაისვა, შემდეგ კი მასთან სქესობრივი კონტაქტის დამყარება სცადა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ არასრულწლოვანს მამაკაცი აშანტაჟებდა, წერდა მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს და დანაშაულის გამხელის შემთხვევაში, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა სკოლის მოსწავლემ მამაკაცის მუქარის მიუხედავად დანაშაულის შესახებ მშობელს მოუყვა, ამის შემდეგ ტაქსის მძღოლის კვალი იკარგება. სავარაუდოდ 60 წლის მამაკაცი მიხვდა, რომ გოგოს დედა პოლიციას მიმართავდა და გაიქცა. უკვე დაკითხულია მოზარდის მშობელი და ყველა ის პირი ვისაც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეს.

1959 წელს დაბადებული ნ.ბ. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით უკვე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები