27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 351 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა - საქსტატის მონაცემები 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 351 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ოფიციალური მონაცემები დღეს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. საქსტატში განმარტავენ, რომ წინა წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს, დღევანდელი მაჩვენებელი 9 პროცენტით აღემატება.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სააქციო კაპიტალი, რამაც 90 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. რეინვესტიციის წილი კი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 მეათედი პროცენტით განისაზღვრა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გაზრდილ პროცენტულ მაჩვენებელებს, ქვეყნის სწორი განვითარების კურსით ხსნიან.

ექსპერტების განცხადებით, განახლებული მონაცემები ბოლო 14 წლის მანძილზე ყველაზე მაღალია. სპეციალისტები რეინვესტირების მოცულობაზე საუბრობენ და ამბობენ რომ ინვესტორები საქართველოს ირჩევენ, როგორც სანდო ქვეყანას.

ოფიციალური ინფორმაციით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულშია: გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და იაპონია.

დღის ამბები