27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
სეზონური ვირუსი და გადატვირთული პედიატრიული საავადმყოფოები - რამ გამოიწვია ნაწლავური ინფექციის გახშირებული შემთხვევები და რა სიმპტომები ახასიათებს მას 

ბოლო ერთი თვეა სამედიცინო დაწესებულებები დატვირთულია. ნაწლავური ვირუსული ინფექციით პედიატრიული კლინიკებს ათობით პატარა თუ მოზარდი აკითხავს. მარტო ციციშვილის სამედიცინო ცენტრში. სტაბილურად 150 პაციენტი გადის მკურნალობას. ყოველდღიურად კი საავადმყოფოში სეზონური ვირუსის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი მიდის.

დატვირთულია იაშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკაც. სამედიცინო ცენტრში შესული ყველა პაციენტის სათანადო შეფასება ხდება, რომ პედიატრიულმა განყოფილებამ ინფიცირებული ბავშვების მიღება მაქსიმალურად შეძლოს. მიმღები დეპარტამენტის ექიმი ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობას გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.

ინფიცირებული ბავშვებით დატვირთულია ბათუმის პედიატრიული კლინიკებიც. იაშვილის ცენტრს დღიურად 80-მდე პატარა თუ მოზარდი აკითხავს. ცხელება, ზოგადი სისუსტე, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, თავისა და მუცლის ტკივილი - ეს ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. სეზონური ვირუსის გავრცელებას ხელს ზაფხულის პერიოდი და ხალხმრავალი ადგილები უწყობს, ამ თვალსაზრისით ცხელი წერტილი სწორედ ზღვისპირა ქალაქებია.

ნაწლავური ინფექციისთვის დამახასიათებელი ყველაზე საშიში სიმპტომი, ორგანიზმში სითხის დეფიციტია, რაც მოდუნებას და პაციენტის დაუძლურებას იწვევს. ამ ჩივილების გამოვლენა განსაკუთრებით საშიშია ჩვილებში. პედიატრების რეკომენდაციაა, ვირუსის საწყის ეტაპზევე მიმართონ ოჯახის ექიმს და რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდეს მკურნალობა. 

ნაწლავური ინფექციები აგვისტო-სექტემბერში იჩენს თავს და ვრცელდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს ინფიცირებულთა რაოდენობა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მკვეთრად მომატებულია, თუმცა პროგნოზის მიხედვით, ნაწლავური ინფექციების პიკი მალე გადაივლის.

დღის ამბები