27 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე და ანზორ ფიფია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს 

პარტია "საქართველოსთვის" წევრი გელა აბულაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. აბულაძეს პატიმრობა 30 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ასევე გირაოთი გათავისუფლდა საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაკავებული ანზორ ფიფიაც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა თაღლითურად დაირეგისტრირეს 406 000 ლარზე მეტის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი. სუსმა წალენჯიხაში პარტიის "საქართველოსთვის" წევრი და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე მარტში დააკავა.

დღის ამბები