27 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ დეზინფორმაცია, დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა - ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ მედიასაშუალებებში გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს საჰაერო ცის "უკანონო გამოყენების" შესახებ, რომელიც დაუზუსტებელ და ცრუ ცნობებს ეყრდნობოდა.

4 სექტემბერს ირანულმა ავიაკომპანიამ "ირან ეარ კარგომ" ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში აღნიშნულმა ხომალდმა სულ 10 წუთი დაჰყო, მაგრამ ეს "ირან ეარ კარგო" არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.

ტენდენციური, დაუზუსტებელი და გამიზნულად ცრუ ცნობების გავრცელებით გამორჩეულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისა და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების რეპუტაციის შელახვის ნაცვლად, შეეძლოთ ამ ცნობების გადამოწმება და თავადაც ნახავდნენ, რომ ირანული ავიაკომპანია ხშირად ასრულებს რეგულარულ ფრენებს ევროპის მიმართულებით.

გავრცელებული ცნობების სიყალბეზე ისიც მეტყველებს, რომ საქართველო და სომხეთი არიან ევროკონტროლის - ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები. როგორც ამ კონკრეტულ რეისზე, ისევე როგორც სხვა რეისებზე საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე ნებართვა ევროკონტროლმა გასცა. შედეგად, აღნიშნული რეისი შესრულდა საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით,"- ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები