27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
რუსთავის მერი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რუსთავის შესასვლელში არსებული სოკოს საწარმოს "თეთრი ქუდის" მენეჯმენტს შეხვდნენ

რუსთავის მერი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული რუსთავის შემოსასვლელში არსებული სოკოს საწარმოს "თეთრი ქუდის" მენეჯმენტს შეხვდნენ.

"თეთრი ქუდი" სოკოს მწარმოებელი კომპანიაა, რომლის საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი უსიამოვნო სუნი, რუსთაველებს წლების განმავლობაში უქმნიდა დისკომფორტს.

2019 წლიდან დღემდე, წარმოება სტანდარტებთან შეუსაბამო საქმიანობის გამო, არაერთხელაა დაჯარიმებული. დღეს კომპანიის დირექტორსა და რუსთავის მერს შორის მოლაპარაკება შედგა და 20 სექტემბრამდე აღნიშნული კომპანია ქარხნისთვის ალტერნატიულ ადგილს მოძებნის და იქ გააგრძელებს ფუნქციონირებას.

დღის ამბები