27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ეს დოკუმენტი არის წარმატებულ შედეგზე ორიენტირებული, რომელიც უზრუნველყოფს მართლაც ინკლუზიურად საუკეთესო სახალხო დამცველის არჩევას - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მასში მონაწილეობა ყველა ჯგუფმა უნდა მიიღოს. მმართველ პარტიაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ სახალხო დამცველის კანდიდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასახელებენ, თუ ოპოზიცია პროცესის მიმართ საბოტაჟს გამოაცხადებს: 

"თავდაპირველად იყო არასწორი ბრალდებები ამ დოკუმენტთან მიმართებაში, თუმცა მას შემდეგ, რაც ცოტა მეტი სიცხადე შევიტანეთ პროცესებში და საჯაროდ გამოვაქვეყნეთ განმარტებები, ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია გამოჩნდა, რომ აქ რეალურად შეთავაზებული გვაქვს სამართლიანი, დაბალანსებული და რაც მთავარია წარმატებულ შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მართლაც ინკლუზიურად საუკეთესო სახალხო დამცველის არჩევას," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები