27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
ჩამოსულია ათეულობით უცხოელი, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე. არახამია აცხადებს, რომ ის დაეხმარება ოპოზიციას ძალაუფლების აღებაში! - ვატო შაქარიშვილი

მოძრაობა "აი ია-ს" დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი მიიჩნევს, რომ შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების და მასში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართულობის საკითხით. 

ამით შაქარიშვილი თბილისში გამართულ კონფერენციას ეხმიანება, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. 

"ქვეყანაში ჩამოსულია ათეულობით უცხოელი, რომლებიც ღიად ლაპარაკობენ რევოლუციურ სცენარზე. ქართული გვარის მქონე, სააკაშვილის შემდეგ ყველაზე დიდი არაქართველი არახამია აცხადებს, რომ ის დაეხმარება ოპოზიციას ძალაუფლების აღებაში! ფიზიკურად ვერ იარსებებს ამაზე მეტი მტკიცებულებები!" - წერს შაქარიშვილი.

დღის ამბები