27 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს განსაზღვრულ პრიორიტეტებს - ევროკავშირი რელიზს ავრცელებს

ევროკავშირი ოფიციალურ რელიზს ავრცელებს. ,,ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს," - წერია ტექსტში.

ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.

"საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. . ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში," - ნათქვამია რელიზში. 

დღის ამბები