27 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა

ლიზ ტრასმა მთავრობის ახალი წევრები წარადგინა. ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო მდივნად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში ტერეზა კოფი დანიშნა. ის, ასევე, დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ბრიტანეთის ახალი კანცლერი კვასი კვარტენგი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს ჯეიმს კლევერლი დაიკავებს, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობაში განათლების მინისტრი იყო.

ლიზ ტრასის მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე სუელა ბრავერმანი დაინიშნა, რომელიც ჯონსონის მთავრობაში გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

დღის ამბები