ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში საქართველოში 912 041 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.
ზრდა 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, +195.5%-ს შეადგენს, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 67.1%-ს შეადგენს.
2022 წლის რვა თვეში საქართველოში 2 251 978 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა