27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ვარჰეი - სხვა ქვეყნებშიც არსებობს პოლარიზაციის გამოწვევა, თუმცა წარმატება ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტია

ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღების და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული პრიორიტეტი უნდა იქნას განსაზღვრული, შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ.

"მეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმ სფეროდან, რაც მინახავს. ბევრი კანდიდატი ქვეყნის ისტორიას ვაკვირდები და მინდა ვთქვა, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია არ არის გამონაკლისი და ექსკლუზიური საქართველოსთვის. სხვა ქვეყნებშიც არსებობს მსგავსი გამოწვევა, თუმცა წარმატება კანდიდატის სტატუსის მიღების და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით ვერ იქნება მიღწეული იმაზე შეთანხმების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ეროვნული პრიორიტეტი. ამიტომ, ეროვნული პრიორიტეტი უნდა იქნას განსაზღვრული, შეთანხმებული და შეჯერებული, არამედ განხორციელებული პოლიტიკური ქმედებებით პარლამენტში არა მხოლოდ მთავრობის მიერ, არამედ ყველა მოთამაშის მიერ, რომელიც ფუნქციონირებადს ხდის ქვეყანას", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

დღის ამბები