27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
როდესაც მე საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, 2 პოლუსზე ვსაუბრობ, მთავრობაზე, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ ოპოზიციურ სპექტრს - ბორელი

ბრიუსელში ცოტა ხნის წინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა დასრულდა. რამდენიმე საათის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ორი ევროკომისარი, ჟოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი, ქვეყნისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან თემას განიხილავდა.

ბრიუსელში გამართული შეხვედრის მთავარი საკითხები კი რეფორმები, პოლიტიკური დიალოგი, ეკონომიკური თანამშრომლობა და კონფლიქტები იყო. 

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა, "კურიერის" შეკითხვას უპასუხა. კითხვა შეეხებოდა 12 პუნქტიანი პრიორიტეტების შესრულების პროცესში ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის ჩართულობის მნიშვნელობას და შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა მათი მონაწილეობის გარეშე.

ჟოზეფ ბორელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ამ პროცესზე პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მთავრობას, არამედ მთელ პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება.

"როგორც ვახსენე, ეს პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელსაც ახორციელებს მთავრობა, მაგრამ ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მთელმა საზოგადოებამ. ჩვენ ვნახეთ, რომ ამაში არის სრული ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. როდესაც მე საუბარი მაქვს პოლარიზაციაზე, 2 პოლუსზე ვსაუბრობ, მთავრობაზე, რომელსაც მთავარი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ აქვე ვგულისხმობ მთელ ოპოზიციურ სპექტრს. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესი, მასში ყველა მოთამაშემ უნდა მიიღოს მონაწილეობა," - განაცხადა ბორელმა.

დღის ამბები