27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ახალი სატელევიზიო სეზონი "რუსთავი 2-ზე" - მაყურებელს განახლებული ფორმატითა და ექსკლუზიური ამბებით, "ღამის პრაიმ თაიმი" უბრუნდება 

ბევრი სიახლე და მრავალფეროვანი გადაცემები - "რუსთავი 2" ახალ სატელევიზიო სეზონს იწყებს. მაყურებელს განახლებული ფორმატითა და ექსკლუზიური ამბებით, "ღამის პრაიმ თაიმი" ისევ უბრუნდება. ერთ სტუდიაში შეკრებილი ერთმანეთისგან განსხვავებული 4 წამყვანი, სტუმრებთან ერთად ჯანსაღი ობიექტური მსჯელობით საზოგადოებას პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს შესთავაზებენ.

ღამის პრაიმ თაიმის გუნდს, პრაიმ ჰაუსის გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძე შეურთდა. გადაცემას 6-ის ნაცვლად, 4 წამყვანი ეყოლება. უცვლელი სამეული: ნინო ჩხეიძე, ნიკა ხაჩიძე, და ანი ჩირაძე იქნებიან.
გადაცემის პირველი ჩაწერისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო, შემოქმედებითი ჯგუფი და წამყვანები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ 13 სექტემბერს მაყურებელმა საინტერესო გადაცემა ნახოს.

"ღამის პრაიმ თაიმის" პირველი გადაცემის თემა, მაყურებლისთვის სიურპრიზად რჩება, თუმცა ახალი სატელევიზიო სეზონი სიახლეებთან და გამოწვევებთან რომ ასოცირდება, ამას ადასტურებს ნინო ჩხეიძეც.

ახალ და საინტერესო თემებთან ერთად, მაყურებელს პრობლემების გადაჭრის გზებს შესთავაზებს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ნიკა ხაჩიძე, რომელიც ღიად განიხილავს იმ თემებს, რომლებზე საუბარიც ბევრისთვის უხერხულობას წარმოადგენს.

ნაცნობი მოვლენების უცნობი მხარეების გაცნობა საზოგადოებისთვის, ექსკლუზიური ინტერვიუები და საინტერესო თემები, მსჯელობები აქტუალურ საკითხებზე. მეგა თოქ შოუ "ღამის პრაიმ თაიმი" 13 სექტემბრიდან, ყოველ სამშაბათს 22:00 საათზე, "რუსთავი 2-ის" ეთერში ახალი სეზონით ბრუნდება.

 

დღის ამბები