27 ნოემბერი 2024,   06:39
ვრცლად
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ძლიერი მიწისძვრის დროს ჩინეთში, ლოკდაუნის გამო, ხალხს გარეთ არ უშვებენ

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ჩინეთში, ლოკდაუნის პირობებში, ძლიერი მიწისძვრის დროს ადამიანები შენობებიდან გამოსვლას ცდილობენ, თუმცა მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. კადრებმა სოციალურ ქსელებში 

ქალაქ ჩენგდუს მცხოვრებლები ამბობენ, რომ 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს მათ უთხრეს, რომ შენობებში უნდა დარჩენილიყვნენ. მათ კი, ვინც გარეთ გაქცება სცადეს, შენობიდან გასასვლელები დაკეტილი დახვდათ. 

ჩენგდუში, სადაც 21 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ახლა მკაცრი ლოკდაუნის ქვეშაა. 

ჩინეთში ე.წ. "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა მოქმედებს, რაც გულისხმობს ლოკდაუნების დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდება. ერთი ინფიცირებული ადამიანის გამო კი საცხოვრებელი სახლები "დალუქულ ტერიტორიებად" ცხადდება, მოსახლეობას ეკრძალება გარეთ გასვლა იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა კორონავირუსი. 

დღის ამბები