27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
დღეიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, დათო კრაწაშვილის გამოფენა "დრო" იქნება წარმოდგენილი

დღეიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ქართველი მხატვრის, დათო კრაწაშვილის გამოფენა "დრო" იქნება წარმოდგენილი.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ოჯახის პირად კოლექციაში დაცული 38 ნამუშევარი და ასევე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან 2ი ფერწერული ტილო. ახალგაზრდა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ, 1981 წელს მოეწყო, რასაც მოჰყვა საქართველოსა თუ საზღვარგარეთ გამართული პერსონალური და ჯგუფური გამოფენები.

დამთვალიერებელი ექსპოზიციის ხილვას 24 სექტემბრის ჩათვლით შეძლებს.

დღის ამბები