ზუსტად სამი საათი მატჩამდე - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს. გუნდი "თბილისი არენაზე" ბულგარეთს დაუპირისპირდება.
ევრობასკეტის A ჯგუფის ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა პრობლემების გარეშე 78-ით 63 დაამარცხა ბელგიის ეროვნული გუნდი და ამ მომენტისთვის ჯგუფის ლიდერია. სულ ცოტა ხანში დაიწყება ესპანეთისა და მონტენეგროს შეხვედრა და უკვე 21 საათზე სტარტს აიღებს საქართველო-ბულგარეთის დაპირისპირება.
შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ნაკრებისთვის გადამწყვეტი ეტაპი იწყება, დარჩენილია 2 შეხვედრა ორივე მათგანში აუცილებელია გამარჯვების მიღწევა.
რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს, გუნდი საგანგებოდ ემზადება დღევანდელი შეხვედრისთვის. საკადრო პრობლემების მიუხედავად ნაკრები მზადაა იმისათვის რომ ევრობასკეტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმოს.
ავტორი : ჯემალ ფარცახაშვილი