27 ნოემბერი 2024,   07:54
ვრცლად
შონ პენს და ბენ სტილერს, უკრაინის მხარდაჭერის გამო კრემლმა რუსეთში შესვლა აუკრძალა

კრემლმა ჰოლივუდის კიდევ ორ მსახიობს - ბენ სტილერსა და შონ პენს რუსეთში  შესვლა აუკრძალა. ისინი უკვე კრემლის იმ აკრძალულთა სიაში არიან, რომელშიც ჰოლივუდის ვარსკვლავი მორგან ფრიმენსი, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არიან. ამის შესახებ BBC წერს. 

სტილერი და პენსი  უკრაინაში რუსეთის შეჭრას ღიად აპროტესტებდნენ. ორივე მათგანი კიევში, კონფლიქტის დაწყების დღიდან ჩავიდა.

ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  25 ამერიკელი მაღალჩინოსანი, ბიზნესმენი და მსახიობი დაასახელა, რომელთაც რუსეთში შესვლა სამუდამოდ ეკრძალებათ. სიაში მოხვდა ექვსი ამერიკელი სენატორიც.

დღის ამბები