27 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
აშშ სანქციების შემუშავებაში ჩართული არ არის, ჩვენ ამ საკითხზე ინფორმაცია არ გვაქვს - კელი დეგნანი უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს სიაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სანქციები, ზოგადად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუმცა კელი დეგნანს ინფორმაცია არ აქვს იმ სიასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა და რომელშიც საქართველოს 12 მოქალაქეა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც.

"ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების შემუშავებაში ჩართული არ არის, ჩვენ ამ საკითხზე ინფორმაცია არ გვაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ სანქციები ეფექტური იარაღია, როგორც ამას რუსეთის მაგალითზე ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შედეგები აქვს.

ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს სანქციების საკითხს და არ აჟღერებს მათ შესახებ ინფორმაციას, სანამ სანქციები არ დაწესდება," - განაცხადა ელჩმა.

დღის ამბები