27 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

კანადაში მოქალაქეებზე დანით თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის დამიენ სანდერსონის ცხედარი იმ რაიონში იპოვეს, სადაც რამდენიმე მსხვერპლი ცხოვრობდა.

მეორე ეჭვმიტანილს – მაილს სანდერსონს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილები ძმები იყვნენ.

გუშინ სასკაჩევანის პროვინციაში ცივი იარაღით თავდასხმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა. თავდასხმები სხვადასხვა ლოკაციებზე მოხდა.

დღის ამბები