ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა.
2 გარდაცვლილი რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომელია. დაშავებულებს შორისაა ასევე კიდევ ერთი რუსი დიპლომატი და საელჩოს დაცვის წევრი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი რუსეთის საელჩოს შესასვლელთან აიფეთქა. რუსეთი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც "თალიბანის" ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ქაბულში საელჩო შეინარჩუნა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ოფიციალურად არ ცნობს თალიბანის მთავრობას, ის მოლაპარაკებებს ბენზინისა და სხვა საქონლის მიწოდების თაობაზე ოფიციალურ პირებთან მაინც აწარმოებს.