27 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
დავით გარეჯის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ბრალდებული ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე იკითხება.

პროცესზე ნატალია ილიჩოვას ყოფილმა თანამშრომელმა, კარტოგრაფიის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მანანა აღაპიშვილმა სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ ნატალია ილიჩოვამ მას დანაშაულის ჩადენა შესთავაზა.

როგორც მანანა აღაპიშვილმა განაცხადა, ნატალია ილიჩოვა მასთან მივიდა და მორიგე რუკებში, რომელზეც ხელი მას მიუწვდებოდა, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ცვლილების შეტანა შესთავაზა.

"არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ხდება მოწმეები გამოკითხვა. დღეს წინასწარ არ ვიცით პროკურატურა რომელ მოწმეს მოიყვანს, გამოიკითხება ალბათ ის მოწმე,"  - განაცხადა ივერი მელაშვილმა.

მელაშვილს და ილიჩოვას საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ედავებიან. მათ აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვთ შეფარდებული

დღის ამბები