დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. ხობის მუნიციპალიტეტში სპეცტექნიკაა მობილიზებული.
ტერიტორია თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სპეციალისტები კოორდინაციაში არიან მეფუტკრე ფერმერებთან და, ფუტკრის დაცვის მიზნით, პროცესი ღამის საათებში მიმდინარეობს.
საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში 480 ჰექტარი ტერიტორია დამუშავდა.