დღეს გაერთიანებულ სამეფოში ბორის ჯონსონის მემკვიდრე დასახელდება. "კონსერვატიული პარტიის" მომავალ ლიდერად საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასს, ან ფინანსთა ყოფილ მინისტრს, რიში სუნაკს დაასახელებენ.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერობისთვის, თავდაპირველად, 11 პრეტენდენტი იბრძოდა. პარტიაში გამართული კენჭისყრის შედეგად, კანდიდატების რაოდენობა ორამდე შემცირდა. "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ბრიტანეთის დედოფალთან გაემგზავრება, რომელმაც ის პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად უნდა დანიშნოს.