კანადაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა 10-ზე მეტი იყოს. თავდასხმები 13 სხვადასხვა ადგილზე მოხდა.
იდენტიფიცირებულია 2 ეჭვმიტანილი, რომლებსაც სამართალდამცველები ეძებენ. პოლიციელები ადგილობრივ მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თვის შეკავებისკენ მოუწოდებენ. შემთხვევას ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ჯასტინ ტრიუდომ თავდასხმას "შემზარავი და გულსატკენი" უწოდა.