27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
ვენეცია წლის მთავარ კინომოვლენას მასპინძლობს- რიგით 79-ე კინოფესტივალი წელს რეჟისორ ნოა ბაუმბახის ფილმ "თეთრი ხმაურით გაიხსნა"

ვენეცია წლის მთავარ კინომოვლენას მასპინძლობს. ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალი წელს რეჟსორ ნოა ბაუმბახის ფილმ "თეთრი ხმაურით გაიხსნა". 23  სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან, რეჟისორები და მსახიობები საუკეთესოს გამოვლენას ელოდებიან, რომელსაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. წელს, კინოფესტივალის ჟიურის ოსკაროსანი მსახიობი ჯულიანა მური ხელმძღვანელობს. კინოინდუსტრიაში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა 10 სექტემბერს დასრულდება და გამარჯვებული ოქროს ლომის მფლობელი ფილმიც გამოვლინდება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი ვენეციაში წელს, 79-ედ ტარდება. კუნძულ ლიდოზე, "წითელ ხალიჩაზე" კინოს ვარსკვლავები და რეჟისორები გამოჩნდნენ და ახლა მთავარ ჯილდოს ელოდებიან.

ერთ-ერთი ფილმი, რომლის პრემიერაც ვენეციის კინოფესტივალზე შედგა, ლუკა გუადანინოს "Bones And All"-ია. სრულმეტრაჟიან ფილმში მთავარ როლს ტიმოთი შალამე ასრულებს. ფილმი ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეყრდნობა, რომელიც რომანტიკულ საშინელებათა ჟანრს მიეკუთვნება.

მსახიობი ტიმოთი შალამე წითელ ხალიჩაზე კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ქუსლიანი ფეხსაცმელი, წითელი შარფი და სამოსი ზურგის გარეშე - მსახიობმა დიზაინერ, ჰაიდერ აკერმანის წითელი ფერის სამოსი მოირგო.

ვენეციის 79-ე კინოფესტივალზე, 23 სრულმეტრაჟიანი ფილმია წარდგენილი. მათ შორის არის ანდრიუ დომინიკის "Blonde", რომელიც მერლინ მონროს ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მთავარი როლს ბიოგრაფიულ ფილმში მსახიობი ანა დე არმასი ასრულებს.

ფესტივალზე წარდგენილი ფილმებიდან საუკეთესო ჟიურიმ უნდა გამოავლინოს. წელს, ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის, ოსკარისა და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი ჯულიანა მური უხელმძღვანელებს.

კინოინდუსტრიაში წლის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, ვენეციის კინოფესტივალი ერთ კვირაში დასრულდება. 23 ფილმიდან საუკეთესოს, მთავარი ჯილდოს ოქროს ლომის მფლობელ კინოსურათს საერთაშორისო ჟიური 10 სექტემბერს გამოავლენს. 

დღის ამბები