წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველები ადგილობრივებთან ერთად ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ და ცდილობენ ცალკეული ცეცხლის კერების ჩაქრობას.
ადგილზე დაახლოებით 1 საათის წინ ძლიერი ქარი და ცეცხლი იყო, რის გამოც შეზღუდული იყო გადაადგილებაც. წყნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მხრჩოლავი კერები ამ დრომდე რჩება.
ოფიციალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლის გაძლიერებას და გავრცელებას ხელი სწორედ ძლიერმა ქარმა შეუწყო.