თბილისის შემოგარენში ამ წუთებში ორი ძლიერი ხანძარია. ცეცხლი გაჩნდა წავკისში და წყნეთში. ორივე შემთხვევაში ცეცხლი ტყის საფარს უკიდია - არის ძლიერი ხანძარი და დაკვამლიანება - ცეცხლი სწრაფად გავრცელდა და გაძლიერდა იმის გათვალისწინებით, რომ საღამოს საათებში მოიმატა ქარის სიჩქარემ.
ცეცხლის ქრობის პროცესში რამდენიმე ათეული ეკიპაჟია ჩართული, თუმცა ჯერჯერობით ავიაციის ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართვა არ გამხდარა საჭირო.