27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შედის - წლევანდელი პროგნოზი რეკორდულია

კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. დღევანდელი მონაცემებით, 13 ათას ტონამდე ყურძენი უკვე გადამუშავებულია. მევენახეები სუბსიდირების პროგრამით წელსაც სარგებლობენ. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს არანაკლებ 100 ტონა რქაწითელს ან კახურ მწვანე ჯიშის ყურძენს, 1 კილოგრამ ყურძენში კი მევენახეს სულ მცირე 90 თეთრს გადაუხდის. წელს ყურძნის რეკორდულ, 300 000 ტონა მოსავალს ელოდებიან.

გახსნილია სახელმწიფო საწარმოებიც, სადაც ფერმერი იმ ყურძნის ჩაბარებას შეძლებს, რომელსაც კერძო კომპანია არ დააბინავებ,  ხარისხიან ყურძენში კი მევენახეს კერძო სექტორი მაღალ ფასს გადაუხდის.

შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, სადაც ამბობენ რომ სუბსიდირების პროგრამის მიზანი ყურძნის მოსავლის სრულად დაბინავება და მეღვინეობის განვითარების ტემპია. მათივე ინფორმაციით, მოსავლის რეალიზაციას 25 ათასამდე ფერმერი შეძლებს.

სუბსიდირების პროგრამის ეფექტურობაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ამბობენ რომ ღვინის წარმოება გაუმჯობესებულია, რაც ხარისხზეც აისახა. აქედან გამომდინარე განმარტავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტი ამ მიმართულებითაც გაზრდილია, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.

საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის ღვინის 170 კომპანიაა დარეგისტრირებული. მთავრობას სუბსიდირების პროგრამა ჯამში, დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება.

დღის ამბები