27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელსაც უკვე საკუთარი სახლი აქვს - "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელს 6 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს

1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი, რომელსაც უკვე საკუთარი სახლი აქვს. "სოფლად სახლის" პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელს 6 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს. სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება სულადობის მიხედვითაა განსაზღვრული, 22 ათასი ლარი ერთ პირზე. 

ნათია გარგულია ერთ-ერთია, რომელმაც პროგრამა "სოფლად სახლის" ფარგლებში საკუთარი ბინა მიიღო. ამბობს, რომ სოფელ გეჯეთში ცხოვრების სურვილი თავად გამოთქვა, სახლი შეარჩია, მის შეძენაში კი უკვე პროგრამა დაეხმარა.

ინიციატივა საქართველოს მთავრობას ეკუთვნის. ახალ საცხოვრებელ ფართს სულ 13 ათასი დევნილი მიიღებს, აქედან 6 000 "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში. შესაბამისი განკარგულება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე უკვე დაამტკიცა.

დევნილ ოჯახს, პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით, განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლია. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სასურველი სახლის მოძიება 6 თვის ვადაში შეეძლებათ.

დღის ამბები