27 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
მშობიარე ქალი ბავშვთან ერთად დაიღუპა- შემთხვევა გურჯაანში მოხდა

მშობიარე ქალი, ბავშვთან ერთად დაიღუპა,შემთხვევა დღეს დილით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში" მოხდა 

კლინიკის დირექტორმა "რუსთავი2-ს" განუცხადა, რომ 34 ახალგაზრდა სამედიცინო დაწესებულებაში სამშობიარო ტკივილებით მივიდა და აღმოჩნდა, რომ ნაყოფი უკვე მუცელში გარდაცვლილი იყო.

"დღეს დილით  გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალს" მომართა ახალგაზრდა ქალმა, სამშობიარო ტკივილებით. გატარდა  შესაბამისი ღონისძიებები, აღმოჩნდა, რომ ნაყოფი იყო მკვდარი თავიდანვე. ამის გამო მშობიარობის  შემდეგ დამატებით გინეკოლოგიური ჩარევა გახდა საჭირო  და ოპერაცია შემდეგ მშობიარე ქალიც გარდაიცვალა.  ახლა მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა . 34 წლის ქალი აღრიცხვაზე "ჯეო ჰოსპიტალში" არ იყო შესაბამისად მისი ორსულობის ისტორია კლინიკას არ ჰქონდა, ის ველისციხეში მდგმურად ცხოვრობდა ადიგენიდან იყო ჩამოსული,"-განაცხადა კლინიკის დირექტორმა გელა ორველაშვილმა.

გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალში" მომხდარი ფაქტის შემდეგ  ცხედრები რეგიონის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს .  შსს გამოძიება 116 დაიყო  რაც  სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით  გულისხმობს 

დღის ამბები