დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზად არის გამართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა რუსულ მედიაში, გადაცემაში საუბრისას განაცხადა.
რუსულ მედიაში გასული გადაცემის წამყვანმა დიმიტრი პესკოვს დაუსვა კითხვა, რა საკითხზე შეიძლება, ისაუბროს რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე.
"იმაზე, თუ როგორ შესრულდება ჩვენი პირობები", – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.
ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ "მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია, ხოლო რუსეთის ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა დასახული ამოცანა შესრულდება".