27 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ჰააგაში, საელჩოების ტრადიციული ფესტივალი ქართული "მრავალჟამიერით" გაიხსნა - ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და კულინარია

ჰააგაში, საელჩოების ტრადიციული ფესტივალი ქართული "მრავალჟამიერით" გაიხსნა. საქართველოს პავილიონში, ქართული ფოლკლორის ნიმუში და საგალობელი მრავალჟამიერი ნორვეგიის სამეფოში მცხოვრებმა ემიგრანტებმა შეასრულეს. ადგილზე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთებიც.


ტრადიციულად ფესტივალში მონაწილე ყველამ დიასპორამ, შეკრებილი სტუმრებისთვის ტრადიციული კერძებიც წარადგინა. მიუხედავად ღონისძიების მასშტაბისა საქართველოს პავილიონთან, კვლავ ყველაზე გრძელი რიგი იდგა.

ჰააგაში 52 დიასპორის მიერ განხორციელებული და საელჩოების ორგანიზებით რიგით მეათე ფესტივალს სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები ესწრებოდნენ. მათ შორის საქართველოს ელჩი ნიდერლანდების სამეფოში.

საელჩოების ტრადიციული ფესტივალის ორგანიზებაში ტრადიციულად მონაწილებს საქართველოს დიასპორა ნიდერლანდების სამეფოში. ფონდ "ვორლდ ოფ დიასპორას" წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.

ნიდერლანდების სამეფოში, ფესტივალი სადაც ემიგრანტები, საელჩოებთან ერთად მოსულ სტუმრებს საკუთარი ქვეყნის ტრადიციებს აცნობენ ყოველ სექტემბერს, უკვე მეათე წელია იმართება.

დღის ამბები