27 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
შილდას ტყეში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება, თუმცა ცეცხლის მასშტაბები არ გაზრდილა - როგორია მდგომარეობა ამ დროისთვის ყვარელში

უკვე მეოთხე დღეა ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება ყვარელში, შილდას ტყეში,  თუმცა ცეცხლის მასშტაბები არ გაზრდილა. დაკვამლიანება დილის საათებში იმდენად ხშირი იყო, რომ ხანძრის ქრობის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებდა ავიაცი - საბოლოოდ ვერტმფრენებმა რეისები განაახლეს. გადაადგილება რთულია ხმელეთზეც ტყეში მძიმე ტექნიკის მეშვეობით გარკვეულ მონაკვეთებზე გზა გაჭრეს იმისთვის, რომ სახანძრო მანქანებმა ცეცხლის კერებამდე მისვლა შეძლონ - სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.

ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი, თავდაცვის სამინისტროს გვარდიის დანაყოფი და 3 ვერტმფრენია ჩართული. პროცესს მიუდგომელი რელიეფი ართულებს. იმის მიუხედავად, რომ შილდის ტყეში მიუვალი ადგილები ბევრია, ხანძრის კერებამდე წყლის მიყვანა უვკვე მოხერხდა. მძიმე ტექნიკით გზის გაჭრის სამუშაოები ისევ გრძელდება.

დღის ამბები