27 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
ტექნიკური ხარვეზი თუ კრემლის პასუხი დასავლეთს - რა რეაქცია მოჰყვა რუსეთის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტას

ზამთრის მოახლოებასთან ერთად რუსეთმა ბუნებრივი აირის ონკანი ბოლომდე დაკეტა. ტექნიკური ხარვეზი თუ კრემლის პასუხი დასავლეთს? არ არის გასაკვირი, რომ სანქციების გაძლიერების პარალელურად, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენს პრობლემები შეექმნა. ყოველ შემთხვევაში, ეს არის "გაზპრომის" არგუმენტი. ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრის ვადა განუსაზღვრელია. თუმცა პირველი ნაბიჯის გადადგმა კრემლს დასავლეთმა დაასწრო. რუსულ ნავთობპროდუქტების ფასზე ზედა ზღვარი დაწესდება.

რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარის დადგენას დადებითად ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი.

მილსადენის გადაკეტვის ფონზე რუსეთის პოლიტიკურ ლიდერებს ახლა პაუზა აქვთ აღებული. დღეს მცირე განცხადება გააკეთა მხოლოდ დიმიტრი პესკოვმა, სადაც ფასის ზედა ზღვარის დაწესებასაც გამოეხმაურა. თქვა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ამ შეთანხმებას შეუერთდებიან, რუსეთი ნავთობს უბრალოდ აღარ მიაწვდის. ჩრდილოეთის ნაკადის ე.წ. ტექნიკურ ხარვეზზე საუბრისას კი ევროპაში არსებული გაზის მარაგებისკენ მიანიშნა.

დღის ამბები