27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
ევროკომისიის რეკომენდაციები - ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდისგან ისევ დამოუკიდებლად მუშაობს

საშემოდგომო სესიის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საკანონმდებლო ორგანოში 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდისგან ისევ დამოუკიდებლად მუშაობს. ოპოზიციამ, რომელმაც პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარი თქვა, შემაჯამებელი შეხვედრა დღეს მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე სამსჯელოდ მომდევნო კვირაში შეხვედრა ხელახლა დააანონსეს.

მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ტაქტიკა გაუგებარია. დეპუტატების თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ რიგი საკითხები უმრავლესობის ჩართულობის გარეშე ვერ დამტკიცდება, ალტერნატიული პროცესი აზრს კარგავს. "ქართული ოცნების" წევრები მიიჩნევენ, რომ ოპონენტებს ახლა ერთი მიზანი აქვთ - ხელოვნურად დაბრკოლდეს პროცესი და ვერ შესრულდეს დავალება, რომელიც საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო.

მესამე სექტორის ნაწილი, რომელიც დღეს ოპოზიციის შეხვედრას ესწრებოდა თვლის, რომ გარკვეული საკითხები მეტ განხილვას საჭიროებს. კონკრეტული იდეების მოსმენის შემდეგ მათ დეპუტატებს საკუთარი ხედვა გააცნეს. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მათი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, სამუშაო ჯგუფებში საკითხების გავლის შემდეგ ისინი მონაწილეობის მიღებას საკომიტეტო განხილვებშიც გეგმავენ.

სამოქალაქო სექტორის არგუმენტებს უმრავლესობა არ იღებს და თვლის, რომ პროცესში ჩართულობის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს აქვს. მმართველ გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორის ნაწილის მიერ გაკეთებულ შეფასებებს ობიექტურობა აკლია და პოლიტიკურ ინტერესებს ატარებს.

მესამე სექტორთან ერთად უმრავლესობა ოპოზიციის ჩართულობის საჭიროებას უსვამს ხაზს და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ცვლილებებს აინიცირებს

 

დღის ამბები